ავტორი:

ვის ეკუთვნის სასტუმრო, სადაც ქორწილში მომხდარ ინციდენტს დიდი სკანდალი მოჰყვა

ვის ეკუთვნის სასტუმრო, სადაც ქორწილში მომხდარ ინციდენტს დიდი სკანდალი მოჰყვა

ვის ეკუთვნის სასტუმრო, რომელიც სკანდალის ეპიცენტრად იქცა - მას ოთხი მფლობელი ჰყავს

კახეთში მდებარე სასტუმრო კომპლექსში 18 ივლისს მომხდარმა ინციდენტმა სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

  • საუბარია, თელავში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას.

აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაზიანება მიაყენა. კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა თელავში მდებარე სასტუმრო „აგარანის მამულის“ ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ მათ სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახეს, მანამდე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ ვის ეკუთვნის თელავში, მეფე ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციასთან ახლოს მდებარე სასტუმრო „აგარანის მამული“, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

ცნობისთვის, „აგარანის მამული“ არის 56-ოთახიანი კახური ავთენტურობის სასტუმრო, რომელიც სასტუმრო ნომრების გარდა აერთიანებს: ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: