კოსოვოს ახალი პრეზიდენტი პოლიციელი ქალი გახდება

კოსოვოს ახალი პრეზიდენტი პოლიციელი ქალი გახდება

კოსოვოს ახალი პრეზიდენტი რესპუბლიკის პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილე - ატიფეტა იახიაგა გახდება. ამის შესახებ პრიშტინაში პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ხაშიმ ტაჩიმ განაცხადა.

ტაჩის თქმით, პარტია "კოსოვოს დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარე ისა მუსტაფა, ყოფილი პრეზიდენტი ბეჯეტ პაკოლი და აშშ-ის ელჩი კოსოვოში კრისტოფერ დელი საპრეზიდენტო არჩევნებში იახიაგას მონაწილეობაზე შეთანხმდნენ. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკის მომდევნო მმართველი სწორედ ატიფეტა იახიაგა გახდება, რადგან მას დედპუტატების უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

კოსოვოში მალე საკონსტიტუციო რეფორმა ჩატარდება და პრეზიდენტს საყოველთაო  არჩევნებით აირჩევენ.

ტაჩის თქმით, ამით კოსოვომ ახალი პოლიტიკური კრიზისი თავიდან აიცილა. უკვე შექმნილია კომიტეტი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობს და მალე რესპუბლიკის პრეზიდენტს არა პარლამენტი, არამედ ხალხი აირჩევს.

22 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ალბანელი ბიზნესმენი ბეჯეტ პაკოლი აირჩია, რომელიც პარტიას "ალიანსი ახალი კოსოვოსთვის" ხელმძღვანელობს და რუსეთთან მყარი საქმიანი კავშირები აქვს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა განიხილებოდა.

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი განიხილა და განაცხადა, რომ პაკოლი კანონის დარღვევით აირჩიეს. ამის შემდეგ პაკოლიმ თანამდებობა დატოვა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა