ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ მასობრივი არეულობების დაწყებამდე, ბოლო წლებში საკუთარი იმიჯის განახლებისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, კადაფი საიდუმლო პიარკამპანიებს იყენებდა ბრძენი სახელმწიფო მოღვაწისა და რეფორმატორი ლიდერის იმიჯის შესაქმნელად. კადაფიმ აშშ-ის ბოსტონის შტატში რეგისტრირებული კონსალტინგური ფირმიდან ადამიანთა ჯგუფი დაიქირავა იმიჯის გასაკეთილშობილებლად. ამ ჯგუფში შედიოდნენ ამერიკელი ანალიტიკოსები, პიარსპეციალისტები და ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც 2006 წელს კადაფისთან კერძო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2007 წლით თარიღდება, პიარკამპანიის მიზანი იყო ლიბიის საერთაშორისო აღიარება და კადაფის, როგორც მოაზროვნისა და ინტელექტუალი ლიდერის სახის შექმნა. კადაფი ამერიკელებს წელიწადში 3 მლნ დოლარს უხდიდა და ამასთან, ლიბიაში მათი ცხოვრების ხარჯებს ანაზღაურებდა. ერთ-ერთი ანალიტიკოსის ემონ კელის განცხადებით, რომელიც პირჯგუფის წევრი იყო, ამერიკელები კადაფის ე.წ. ცივილიზებული საზოგადოების შექმნაში დაეხმარნენ.