“ოთარ, წამოდი და ბევრი შენნაირი წამოიყვანე, ჩვენ აქ დაგხვდებით!“ - ამ სიტყვებით მიმართავს უკრაინაში მებრძოლი დანაყოფის, “სარანგის“ ქართველი მეთაური მიხეილ ბატურინი საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მხარდამჭერი ქართველი მოხალისეების დანაყოფის “გეორგიევსკის“ შექმნას აანონსებს.
“საქართველოს ახსოვს ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე, მაგრამ მათ საპირწონედ გვყავდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი ანწუხელიძე... რით გვემუქრები? ისედაც ვიცი, რომ რუსულმა სასამართლომ 18 წელი მომისაჯა ხერსონის ოლქში განხორციელებული საბრძოლო მოქმედებებისთვის, 18 წელი დონეცკის ოლქისთვის, 25 წელი კურსკის ოლქისთვის. მაგრამ ჩვენ ვიცით, სად ვართ და სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება.
დიდება საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას!“ - აღნიშნავს მიხეილ ბატურინი მიმართვაში.
მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფარცხალაძე რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-თან აღნიშნავს, რომ “ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან.
"მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, - ასე უპასუხა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე.
იხილეთ ასევე: