მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა "ფლეიბოიმ" 2011 წლის 10 ყველაზე მიმზიდველი და სექსუალური ქალი გამოავლინა. პლანეტის ლამაზმანების ათეული ასე გამოიყურება:
მეათე ადგილზე 43 წლის ფოტომოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონია. მას 26 წლის სკარლეტ იოჰანსონი მოსდევს.
მერვე ადგილზე 30 წლის კინომსახიობი მიშელ უილიამსია. მეშვიდე ადგილი კი 35 წლის მსახიობმა კრისტინა ჰენდრიქსმა დაიკავა.
მამაკაცებმა მეექვსე ადგილი 24 წლის მსახიობს და მოდელს მეგან ფოქსს მიანიჭეს. მეხუთე ადგილი 44 წლის მსახიობ ჰოლი ბერის ერგო.
მეოთხე ადგილზე 29 წლის მომღერალი ბიონსე გავიდა. მესამეზე კი 30 წლის მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი კიმ კარდაშიანი.
მეორე ადგილი მამაკაცებმა 29 წლის მსახიობს ნატალი პორტმანს მიანიჭეს.
პირველი ადგილი კი 41 წლის მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა დაიკავა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.