მუამარ კადაფის ქალიშვილი, აიშა კადაფი დასავლეთის მოთხოვნას, მამის გადადგომასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფად მიიჩნევს.
"როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტრიპოლიში, მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. "1911 წელს ჩემი პაპა იტალიური ვერტმფრენებიდან დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა; ახლა მათ მამაჩემის სიკვდილი სურთ. ღმერთო, დაწყევლე ისინი", - განაცხადა აიშა კადაფიმ.
აიშა კადაფი მოსახლეობის წინაშე ლიბიაში აშშ-ს ოპერაციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა. 1986 წლის 15 აპრილს აშშ-მა ლიბიაში ოპერაცია "ელდორადოს კანიონი" ჩაატარა და ტროპოლიში და ბენღაზიში ავიადარტყმები განახორციელა.