"ივ სენ ლორანი" და კრისტიან ლაბუტენი ფეხსაცმლის ლანჩისთვის სასამართლოში დაობენ

"ივ სენ ლორანი" და კრისტიან ლაბუტენი ფეხსაცმლის ლანჩისთვის სასამართლოში დაობენ

დასავლური მოდის გურუ ფეხსაცმლის ლანჩისთვის დაობს. ლაპარაკია როგორც მინიმუმ - საავტორო უფლებებზე, როგორც მაქსიმუმ - დიზაინერის პატივსა და ღირსებაზე.

კრისტიან ლაბუტენის (Christian Louboutin) ფეხსაცმელი, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავები ჭკუას კარგავენ, უფრო მეტად მისი წითელი ლანჩითაა ცნობილი. ცნობილი კუტურიე, რომლის ერთი წყვილი ფეხსაცმლის ფასი შეიძლება ათასობით დოლარს აღწევდეს, ”ივ სენ ლორანით” უკმაყოფილოა. უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ ”Yves Saint Laurent”-მა ლაბუტენის სავიზიტო ბარათი - წითელი ლანჩი "მოიპარა".

გარდა ამისა, ”YSL”-ი (Yves Saint Laurent) თავისი კოლექციისთვის, ლაბუტენის კოლექციის სხვა მოდელებსაც იყენებს.

ამგვარად, შეურაცხყოფილმა ლაბუტენმა "YSL"-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დიზაინერი მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 მლნ დოლარს ითხოვს.

მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება