რიზ უიზერსპუნი: "რობერტ პატინსონთან სექსი საზიზღარი იყო!"

რიზ უიზერსპუნი: "რობერტ პატინსონთან სექსი საზიზღარი იყო!"

აპრილის ბოლოს ეკრანებზე გამოვა ფილმი "წყალი სპილოებისთვის" - კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედის დრამატული ისტორია. ფილმში მოქმედება დიდი დეპრესიის წლებში ხდება, მოძრავი ცირკის - "ძმები ბენზინების შოუს" დეკორაციების გარემოცვაში. ჰოლივუდის მსახიობების რიზ უიზერსპუნისა და რობერტ პატინსონის გმირებს - მოჯირითესა და ვეტერინარს - ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ გოგონა დაქორწინებულია.

ფილმში განვითარებულ სასიყვარულო სცენას რიზ უიზერსპუნი უსიამოვნოდ იხსენებს. ჟურნალ In Touch-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ რობერტ პატინსონთან ეს სცენა "საზიზღარი" იყო.

"რობს გრიპი ჰქონდა, - განაცხადა უიზერსპუნმა, - ის ყოველ წამს სრუტუნებდა და ცხვირს იწმენდდა, ეს გულისამრევი იყო".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება