ამერიკისა და ინგლისის საიდუმლო მასალები ინტერნეტში მოხვდა

ამერიკისა და ინგლისის საიდუმლო მასალები ინტერნეტში მოხვდა

ინტერნეტში შემთხვევით საიდუმლო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ატომურ წყალქვეშა ნავს უკავშირდება , - ამის შესახებ "როსბალტი" ბრიტანულ "ბი-ბი-სი"-ზე დაყრდნობით იუწყება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამული შეცდომის შედეგად, ინტერნეტის მომხმარებლებმა შეძლეს ენახათ საიდუმლო მოხსენების რამდენიმე თავი.

ინფორმაციაში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ბრიტანულმა წყალქვეშა გემებმა კატასტროფის შემთხვევაში, ასევე, წარმოდგენილი იყო ამერიკის წყალქვეშა გემების დაცვის სისტემების მონაცემები. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარებულია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა