მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ფლობს საკმარის ძალას ირანზე ორგანიზებული შეტევის განსახორციელებლად, - ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილების მეთაურმა, გენერალმა აჰმედ რეზა ფორდესტანმა განაცხადა.
ირანზე შეტევა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, - აღნიშნა მან.
"დღეისთვის ჩვენი სამხედრო სიძლიერე ისეთ მაღალ საფეხურზეა, როგორზეც ისტორიაში არ ყოფილა", - განაცხადა ფორდესტანმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ირანის არმიის მიზანია ისლამური რესპუბლიკის ნაციონალური ინტერესების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ "ვიკილიქსით" გამოქვეყნებული დიპლომატიური მიმოწერის მიხედვით, ბირთვული ობიექტების განადგურების მიზნით, ირანზე შეტევის მიტანაზე ისრაელმა უარი განაცხადა.
ერთ-ერთი წერილი ამერიკელი კონგრესმენის ჰარი აკერმანის და ატომური ენერგეტიკის საკითხებში ისრაელის კომისიის მოადგილის არიელ ლევიტინის შეხვედრის შედეგებს ეძღვნება. შეხვედრაზე ლევიტინმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შეუძლებლად მიიჩნევს.
ბოლო წლებში პრესაში გამოითქვა მოსაზრებები, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მომზადების შესახებ. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით.