პოპ-მომღერალ კრისტინა აგილერას გეების დიდების ხეივანზე მეორე ვარსკვლავი გაუხსნეს. ალტერნატიული დიდების ხეივანი The Abbey-ის შენობაშია.
"ჩვენ მას ტაშს ვუკრავთ გეი საზოგადოების მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა გეებისა და ლესბოსელების საზოგადოების წარმომადგენელმა სტივ სენტ ჯონმა.
კრისტინა გეების ცნობილი ქომაგია. ოდესღაც მას გეი უყვარდა. შარშან ჟურნალ The Advocate-თვის მიცემულ ინტევიუში მომღერალმა აღიარა, რომ ერთ მამაკაცს ხვდებოდა, რომელსაც ამ მხრივ მდიდარი წარსული ჰქონდა.
სხვა გამოცემაში აგილერა მხარდაჭერას უცხადებდა თავის მეგობარს, ჯგუფ `N Sync-ის ექს-სოლისტ ლენს ბასს, რომელმაც ღიად განაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ. 2003 წელს კი აგილერას GLAAD Media Awards-ის ჯილდო მიანიჭა ორგანიზაციამ "გეები და ლესბოსელები ცილისწამების წინააღმდეგ". ეს ორგანიზაცია ჯილდოს იმ პერსონებსა და მედია-ორგანიზაციებს ანიჭებს, რომლებიც მიუკერძოებლად აშუქებენ სექსუალური უმცირესობების ცხოვრებას.
ქრისტინა აგილერას უკვე აქვს ერთი ვარსკვლავი დიდების ხეივანზე.
მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.