სირიაში პოლიციამ სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა

სირიაში პოლიციამ სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა

სირიის პოლიციამ დღეს დამასკოში, სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა, რომლის შედეგადაც, 8 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა.

"როიტერის" ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გახსნა, როდესაც პროცესიის მონაწილეები მანიფესტაციების დროს დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ, ისინი არსებული რეჟიმის გადადგომასაც მოითხოვდნენ და სხვადასხვა ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

სამგლოვიარო პროცესიას დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა