ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიღება გამართა. მიღებას ამერიკის პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა, ამერიკული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წევრები, მათ შორის მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.
მიღებაზე ბარაკ ობამამ, მისი დაბადების ადგილის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზეც იხუმრა. თემა მედიაში მილიარდერმა დონალდ ტრამპმა წამოწია. ტრამპი ობამასგან დაბადების მოწმობის ჩვენებას ითხოვდა. რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა ობამას დაბადების მოწმობის სრული ასლი წარმოადგინა, სადაც პრეზიდენტის დაბადების ადგილად ჰავაის შტატია მითითებული.
არსებობდა ვარაუდი, რომ ობამა აშშ-ის ტერიტორიაზე არ დაბადებულა. ამერიკული კონსტიტუციის თანახმად, კი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავება მხოლოდ აშშ-ში დაბადებულ მოქალაქეს შეუძლია.
მომავალ წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
იხილეთ ვიდეო