აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს

ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მცხოვრებ ან სამოგზაუროდ მყოფ მოქალაქეებს მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოვლენის საფრთხის რისკის შესახებ აფრთხილებს", - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მთელ მსოფლიოში მაქსიმალური სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

"მოქალაქეები, რომლებიც იმ რაიონში იმყოფებიან, სადაც ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია განხორციელდა, შესაძლოა, გაიმართოს ანტიამერიკული დემონსტრაციები. აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა შეზღუდონ გადაადგილება, დარჩნენ იმ სახლებსა და სასტუმროებში, სადაც იმყოფებიან და თავი აარიდონ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით გამართულ შეკრებებსა და დემონსტრაციებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, თვალი ადევნონ საინფორმაციო გამოშვებებს. გაფრთხილება 1 აგვისტომდე იმოქმედებს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, საზღვარგარეთ თავისი წარმომადგენლობები დროებით დახუროს.

მსოფლიოს ნომერ პირველ ტორორისტად აღიარებული ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდაციის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამა გააკეთა.

ამერიკელმა სამხედროებმა მისი განადგურების სპეცოპერაცია ისლამაბადის მახლობლად დაახლოებით ერთი კვირის წინ განახორციელეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა