”ნომერ პირველი ტერორისტი” ზღვაში ჩააგდეს, ამის შესახებ ”სი-ენ-ენი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეარხის მონაცემებით, აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბინ ლადენი მუსულმანური ტრადიციის შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად დაეკრძალა. ამერიკელებმა გადაწყვიტეს ბინ ლადენი მიწაში არ დაემარხათ, რადგან ტერორისტის საფლავი მისი მიმდევრებისთვის მოსალოც ადგილად არ ქცეულიყო. ამიტომ ბინ ლადენის ცხედარი ზღვაში გადააგდეს. მოგვიანებით ვაშინგტონმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
ბინ ლადენის ცხედარს ავღანეთში ერთ-ერთ ბაზაზე ამერიკელი სამხედროები იცავდნენ. ადრე, ტელეარხი ”ფოქს ნიუსი” იტყობინებოდა, რომ ტერორისტი, შესაძლოა, საუდის არაბეთში დაემარხათ.
მომზადებულია edition.cnn.com-ის მიხედვით.