62 წლის ფრანგი მსახიობი ჟან რენო მამა კიდევ ერთხელ გახდება. ჟან რენოს 5 შვილი უკვე ჰყავს: 22 წლის სანდრა, 20 წლის მაიკლი, 14 წლის ტომი, 12 წლის სერენა და 2 წლის სიელო. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
რენო ძალიან ბედნიერი ჩანს. ეს წელი მისთვის საკმაოდ იღბლიანად დაიწყო, ოჯახურ იდილიასთან ერთად მსახიობს კარიერაშიც გაუმართლა. მალე კინოეკრანებზე მისი მონაწილეობით ფილმი "რასპუტინი" გამოვა.
62 წლის მსახიობი მრავალშვილიან "ვარსკვლავ" მამად ითვლება.
მომზადებულია www.purepeople.ru-ს მიხედვით.