პირველ მსოფლიო ომში მონაწილე უკანასკნელი ვეტერანი გარდაიცვალა

პირველ მსოფლიო ომში მონაწილე უკანასკნელი ვეტერანი გარდაიცვალა

ავსტრალიაში პირველი მსოფლიო ომში მონაწილე უკანასკნელი ვეტერანი გარდაიცვალა. კლოდ სტენლი ჩოულზი 110 წლის იყო.

კლოდ სტენლი ჩოულზი საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა. მისი მეუღლე ეთელი, რომელთაც ერთად 80 წელი იცხოვრეს, 3 წლის წინ დაიღუპა.

ომის დროს კლოდ ჩოულზი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა. დიდ ბრიტანეთში დაბადებული ჩოულზი ფლოტში ჩაეწერა და ხომალდ Revenge-ზე მსახურობდა. მოგვიანებით  ის ავსტრალიაში გადავიდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა