ჰოლივუდის ვარსკვლავი რიზ უიზერსპუნი (Reese Witherspoon) ორსულად არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ვარსკვლავის წარმომადგენელს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, მსახიობის მუცლის შემხედვარე, ისედაც ყველაფერი ნათელია.
3 მაისს რიზი ლონდონში ფილმის "წყალი სპილოებს" პრემიერაზე შენიშნეს. მოტკეცილი კაბა მის მომრგვალებულ მუცელს აჩენდა. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ პაპარაცებმა მსახიობი აფთიაქში ორსულობის ტესტის ყიდვისას "გამოიჭირეს".
უიზერსპუნს ყოფილი ქმრისგან რაიან ფილიპისგან ორი შვილი -11 წლის ავა და 7 წლის დიკონი უკვე ჰყავს. ის ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის აგენტზე - ჯიმ ტოტზე გათხოვდა.
მომზადებულია ology.com-ის მიხედვით.