"არასდროს მისარგებლია იმით, რომ ბორის პაიჭაძის შთამომავალი ვარ"

"არასდროს მისარგებლია იმით, რომ ბორის პაიჭაძის შთამომავალი ვარ"

ბორის პაიჭაძის შვილთაშვილი -16 წლის ელენე პაიჭაძე X კლასის მოსწავლეა, მოდელობითაა გატაცებული და ამავე დროს, სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეა. ხელოვნების გარდა, ტექნიკურ საგნებსაც კარგად ფლობს და ერთ წელიწადში გამოცდების ექსტერნად ჩასაბარებლად ემზადება. თაკო ჩხეიძის ერთ-ერთი მოდელი თავისი ინტერესებისა და საქმიანობის შესახებ გვიამბობს:

-11 წლის ვიყავი, როცა "ნატალის" სამოდელო სააგენტოში მიმიყვანეს -ძალიან მორცხვი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ვიყავი და სურდათ, უფრო მეტად გავხსნილიყავი. იქ 3 წელი დავყავი, შემდეგ კი თაკო ჩხეიძესთან, "ჯეო-მოდელსში" გადავედი.

-მორცხვობა დაძლიე? რა დაგეხმარა ამაში?

-ბევრ საგანს ვსწავლობდით -სამსახიობო ხელოვნებას, სიარულს, სამეჯლისო და ლათინურამერიკულ ცეკვებს და ესთეტიკას. კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი და მორცხვობაც ადვილად დავძლიე.

-პირველად როდის გამოხვედი პოდიუმზე, ფართო აუდიტორიის წინაშე?

-"ნატალიში" მოსწავლის სტატუსით ვიყავი და ყოველი წლის ბოლოს ცეკვების ჩვენება გვქონდა მუსკომედიის თეატრში; თვითონ სტუდიაში კი ხშირად ტარდებოდა კარნავალი. გარდა ამისა, "სუხიშვილებთან" არსებულ ახალგაზრდულ ანსამბლ "ლაშა-გიორგიში" ვცეკვავ. უახლოეს მომავალში ბულგარეთში ვაპირებთ გასტროლებზე წასვლას და ძალიან მიხარია...

-რა უფრო გხიბლავს, პოდიუმზე ყოფნა თუ ფოტოსესიის პროცესი?

-ორივე ძალიან მომწონს, მაგრამ მოდელობა ჩემი ჰობია -მის პროფესიად არჩევას არ ვაპირებ. ახლა X კლასში ვარ და გადავწყვიტე, რომ გაისად ექსტერნად ჩავაბარო 20 გამოცდა, ატესტატი ავიღო და გამოყენებითი მათემატიკის განხრით ვისწავლო.

-კონკურსებში თუ მონაწილეობდი?

-შარშან "მის თინეიჯერი საქართველოზე" გავედი და საპრიზო პირველი ადგილი დავიკავე. ამ კონკურსს თამუნა გომართელი და ეკა მგალობლიშვილი ატარებდნენ. ასევე, პირველად გავედი თბილისის Fashion Week -ზე და წელსაც ვმონაწილეობ. საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იმედია, მომავალშიც მექნება.

-პოდიუმზე გამოსვლისას თუ ღელავ ხოლმე?

-როდესაც პოდიუმზე პირველად გავდიოდი, კულისებში ყოფნისას ძალიან ვღელავდი, მაგრამ როგორც კი ფეხი დავდგი, ყველაფერი დამავიწყდა და მერე უკვე სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

-თაყვანისმცემლები ხშირად გაწუხებენ? როგორი ბიჭები მოგწონს?

-რა გითხრათ... ზოგჯერ საჩუქრებს მიძღვნიან. ჯერ ასაკით პატარა ვარ და სიყვარულისთვის მზად არ ვარ, თუმცა, როცა ამის დრო მოვა, აუცილებლად განათლებული ადამიანი უნდა იყოს, ხასიათით კარგად ვეწყობოდეთ ერთმანეთს და ა.შ. ამ თემაზე ლაპარაკი ვფიქრობ, ადრეა.

-როგორია შენი ჩაცმის სტილი? როგორი სამოსი ჭარბობს შენს გარდერობში?

-ძირითადად, კლასიკური. სპორტული სტილიც მომწონს, მაგრამ როცა სკოლის გარდა სადმე მივდივარ, ქუსლიან ფეხსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას. ძალიან მომწონს შავი და წითელი ფერები; რუხიც. პოდიუმზე გამოსვლისას, დიზაინერის კოლექციაზეა დამოკიდებული, თუ როგორი სტილის სამოსს ჩავიცვამ. წინა Fashion Week-ზე ორიგინალური კაბა მეცვა -მასზე გეომეტრიული ფიგურები იყო გამოსახული და ძალიან მომეწონა. ამჯერადაც კარგი სამოსი შემირჩიეს -ტყავის, მეტალებით გაწყობილი ე.წ. "ბუტილკა".

-ყოფილა შემთხვევა, როცა დიზაინერის მიერ შერჩეული ტანსაცმელი არ მოგწონებია, მაგრამ იძულებული ყოფილხარ, ჩაგეცვა?

-კი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უარს მაინც ვერ ვამბობთ -ჩვენ მოდელები ვართ და არავინ გვეკითხება, მოგვწონს თუ არა.

-რომელი დიზაინერი მოგწონს ყველაზე მეტად?

-უცხოელებიდან მაკქუინია ჩემი საყვარელი დიზაინერი; ქართველებიდან კი ავთანდილ ცქვიტინიძე და დათუნა სულიკაშვილი გამორჩეულად მომწონან. შარშან, დათუნას ჩვენებაშიც ვმონაწილეობდი.

-ფორმის შესანარჩუნებლად დიეტის დაცვა თუ გიხდება?

-არა, მთელი დღის განმავლობაში იმდენად დატვირთული ვარ სააგენტოშიც და ცეკვაზეც, იმდენს ვვარჯიშობთ, რომ საკვების აკრძალვა არ მიწევს. თუმცა, 6 საათის შემდეგ ვცდილობ, ნაკლებად მივირთვა და როდესაც ჩვენება გვაქვს, წინა რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებით მსუბუქად ვიკვებები -ნაკლებ კალორიას ვიღებ.

-კლიპებში ხომ არ მიგიღია მონაწილეობა ან ამ ეტაპზე ხომ არ გაქვს რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

-შარშან გადამიღეს "ჯეოსელის" საახალწლო რეკლამაში -"ჯეოსტარელებიც" მონაწილეობდნენ. გადაღებები ღამისთევით მიმდინარეობდა, ძალიან სახალისო იყო და კარგად დამამახსოვრდა, გავერთეთ.

-ამისათვის ჰონორარიც გადაგიხადეს?

-არა, მაშინ კონტრაქტი არ მქონდა. ახლა უკვე მაქვს და თუ სადმე მონაწილეობას გადავწყვეტ, ჯერ სააგენტომ უნდა მომცეს ნებართვა. მაგალითად, "ელიტ მოდელ ლუქზე" მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ვერ გავედი. ამ მხრივ ცოტა შეზღუდვებია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.

-თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

-სხვათა შორის, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს -7 საათამდე სახლში ვერ შევდივარ, მერე კი ან კომაროვში მივდივარ მათემატიკაზე, ან ცეკვაზე. კვირაში ერთი დღე მრჩება -შაბათი ან კვირა და ვცდილობ, მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე -კინოში, ბარში ან სხვაგან. ძირითადად, ვჭორაობთ ხოლმე ან სადმე ფოტოებს ვიღებთ.

-გარუჯვა თუ გიყვარს?

-დიახ, მაგრამ სოლარიუმში არასდროს დავდივარ. მზე და ზღვა ძალიან მიყვარს, აუზსაც ხშირად ვსტუმრობ.

-გარდა იმისა, რაც აღნიშნე, რა გეგმები გაქვს მომავალში?

-ივნისის ბოლოს სტუდიის ჩვენებები ტარდება ხოლმე, სადაც ყველანი გამოვდივართ. შარშან, მაგალითად, სხვა დიზაინერებთან ერთად ბიჭოლაც იყო. თაკოც გვესწრება და შენიშვნებს, მითითებებს გვაძლევს ხოლმე, როცა საჭიროა. ახლებიდან რამდენიმე გოგონას არჩევენ და "ნიუ ფეისებში" გადმოჰყავთ.

-რა რეაქცია აქვთ ხოლმე, როცა იგებენ, რომ ბორის პაიჭაძის შვილთაშვილი ხარ?

-უკვირთ და ზოგი მეკითხება ხოლმე, ფეხბურთელი ხომ არ ხარო (იცინის)? ბაბუაზე ყველაფერი გადმოცემით ვიცი და ძალიან ვამაყობ ჩემი წინაპრით, თუმცა ამით არასდროს მისარგებლია და ბევრმა არც კი იცის, რომ მისი შთამომავალი ვარ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება