მედვედევი - აღლუმის ჩატარება რუსეთის სიძლიერის დემონსტრირებისთვის აუცილებელია

მედვედევი - აღლუმის ჩატარება რუსეთის სიძლიერის დემონსტრირებისთვის აუცილებელია

9 მაისს აღლუმის ჩატარება აუცილებელია, რადგან ამ დღეს რუსეთის სიძლიერის დემონსტრირება ხდება , - "გაზეტა.რუს" ცნობით, ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"ჩვენს ქვეყანაში სამხედრო აღლუმს უზარმაზარი აღმზრდელობით მნიშვნელობა გააჩნია", -აღნიშნა მედვედევმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ბევრჯერ წაუკითხავს და მოუსმენია აზრი, რა საჭიროა აღლუმზე ტექნიკის გამოყვანა. "ადამიანები, რომლებიც უყურებენ ამ აღლუმებს, ხედავენ, რომ რუსეთს გააჩნია ბრძოლისუნარიანი ტექნიკა და სამხედრო ძალა და არმიას შეუძლია რეალური საბრძოლო ამოცანების შესრულება. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით აღლუმები რომ აღვადგინეთ", -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა