ალისია სილვერსტოუნმა იმშობიარა

ალისია სილვერსტოუნმა იმშობიარა

ცნობილმა მსახიობმა ალისია სილვერსტოუნმა (Alicia Silverstone) ბავშვი გააჩინა. ბიჭს ბეარ ბლუ გაარქვეს. მსახიობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ალისია სილვერსტოუნი 34 წლისაა. ეს მისი პირველი ბავშვია. "შვილი ძალიან მინდოდა, ვგრძნობ, რომ ჩემი მოწოდება დედობაა," - ამბობს მსახიობი.

ალისია 2005 წელს გათხოვდა. მისი ქმარი 40 წლის როკ-მუსიკოსი და მსახიობი კრისტოფერ ჯარეკია.

მომზადებულია www.showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება