ვისთან გაატარა მერილინ მონრომ უკანასკნელი ღამე

ვისთან გაატარა მერილინ მონრომ უკანასკნელი ღამე

ცნობა იმის შესახებ, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ღამე მერილინ მონრომ ფრენკ სინატრას სახლში გაატარა ნევადის ტბა ტახოზე, ჩიკაგოელი მაფიოზის სემ ჯიანკანის კომპანიაში, კიდევ ერთ კითხვის ნიშანს აჩენს ლეგენდარული ქალის გარდაცვალების საიდუმლოებაში, რომელიც ოფიციალურად თვითმკვლელობად შეფასდა.

ტახოს ტბაზე, სადაც მერილინი თავის სტილისტთან ერთად კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა განგსტერმა სცადა დაეთანხმებინა იმაზე, რომ მერილინს ჟურნალისტებისთვის არ მოეთხრო პრეზიდენტ კენედისთან რომანის შესახებ. ლოს-ანჯელესში მერილინი მომდევნო დილას გაფრინდა, იმავე ღამეს კი, 1962 წლის 5 აგვისტოს, უკვე მკვდარი იყო.

მონროს საიდუმლო გამგზავრების შესახებ ჯეფ პლატსს, რომელმაც სენსაციური აუდიოკასეტა გამოაქვეყნა, მისმა ბიძა ჯორჯ მასტერსმა უამბო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე -ეს კაცი მერილინ მონროს სტილისტად მუშაობდა.

”ბოლოს მერილინს მისი სიკვდილის წინა ღამეს შევხვდი, - ისმის კასეტაში ჯორჯ მასტერსის სუსტი ხმა, -ტახოს ტბაზე გავფრინდით. ის ღამე სემ ჯიანკანისთან გაატარა, მაფიის ნათლიასთან”.

დილას მასტერსი და მონრო ერთად დაბრუნდნენ ლოს-ანჯელესში. მასტერსმა მსახიობი დილის ცხრა საათზე სახლთან დატოვა და თვითონ წავიდა. მას მერე მერილინი ცოცხალი აღარ უნახავთ.

ის ამბავი, რომ მერილინი ფრენკ სინატრას სახლში დადიოდა სტუმრად, ახალი არ არის. მასთან ერთი პერიოდი მგზნებარე რომანიც ჰქონდა გაჩაღებული. მაგრამ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე თუ იმყოფებოდა იქ, ეს აქამდე არავინ იცოდა.

მერილინის გარდაცვალების შემდეგ უამრავი ვერსია გაჩნდა, მათ შორის ძირითადი მკვლელობის ვერსიაა -ის მოკლეს, რათა ძმებ კენედებთან რომანი არ გამოაშკარავებულიყო. თუ ახალი ინფორმაცია დადასტურდა, ეს კიდევ ერთხელ გაამყარებს მსახიობის მკვლელობის ვერსიას.

ჯიანკანიმ, რომელიც, მასტერსის თქმით, იმ დროს მერილინ მონროს გულწრფელად უყ­ვარდა, ვერ მოახერხა მონროს დარწმუნება დუმილის შესახებ და ჩანს, ეს ამბავი ძმებ კენედებს ამცნო. მათ კი, თავიანთი ურთიერთობები რომ საიდუმლოდ შეენახათ, მისი მოკვლა ბრძანეს. ჯეფ პლატსის აზრით, მკვლელობის შემსრულებელი ფედერალური სა­გამომძიებლო სამსახური იყო.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება