საქართველო "ევროვიზიის" ფინალში გავიდა

საქართველო "ევროვიზიის" ფინალში გავიდა

დუსელდორფში "ევროვიზიის" კონკურსის პირველი ფინალისტები გამოავლინეს. პირველ 15 ფინალისტს შორის საქართველოს წარმომადგენლები გავიდნენ. 

საქართველოს "ევროვიზიაზე" ჯგუფი "ელდრაინი" წარმოადგენს. ჯგუფი 10 მაისს გამართულ კონკურსზე სიმღერა One More Day-ით გავიდა. "ელდრაინის" წევრების ჩაცმულობაზე დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი მუშაობდა.

15 ფინალისტს შორის მოხვდა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი , იტალია, ესპანეთი, საქართველო, სერბეთი, ლიტვა, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, უნგრეთი, ფინეთი, რუსეთი და ისლანდია.

დანარჩენ 10 ფინალისტს 12 მაისს დაგეგმილი მეორე ნახევარფინალი გამოავლენს.

კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მათგან 25 მოხვდება ფინალში. ევროვიზიის ფინალი 14 მაისს ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება