აშშ-ის სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის უბის წიგნაკი იპოვნეს

აშშ-ის სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის უბის წიგნაკი იპოვნეს

ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ოსამა ბინ ლადენის პირადი წიგნაკი იპოვეს. ჩანაწერების წიგნი ამერიკელებმა აბოტაბადეს იმ სახლში იპოვეს, სადაც მსოფლიოს პირველი ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საუბარია სწორედ ჩანაწერების წიგნაკზე და არა პირად დღიურზე. "ფრანს-პრესის" წყაროს ინფორმაციით, ბინ ლადენი წიგნაკში დაგეგმილ ტერაქტებს იწერდა. 

წიგნაკის ჩანაწერების მიხედვით, "ალ-ქაიდას" წევრები ტერაქტების განხორციელებას ამერიკელებისთვის ღირსშესანიშნავ დღეებში აპირებდნენ: აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს -4 ივლისს, შობას -25 დეკემბერს და 2001 წლის 11 სექტემბრის 10 წლისთვაზე. ტერაქტების განხორციელებას "ალ-ქაიდას" ლიდერები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში გეგმავდნენ. საუბარია აშშ-ს რკინიგზებზე დაგეგმილ აფეთქებებზეც.

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ამტკიცებდნენ, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის შემდეგ სამხედროებმა ტერორისტის კომპიუტერი იპოვეს, სადაც სპეცსამსახურებისთვის საინტერესო ინფორმაციებია თავმოყრილი.

უსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სამხედროებმა, სპეცოპერაციის შედეგად, 2 მაისს, პაკისტანის ქალაქ ობოტაბადში მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა