მოხალისე სნაიპერი პუტინის მკვლელობისთვის დაფინანსებას ითხოვს

მოხალისე სნაიპერი პუტინის მკვლელობისთვის დაფინანსებას ითხოვს

მოხალისე სნაიპერი რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის მკვლელობისთვის დაფინანსებას ითხოვს. საგანგებო მიმართვა მან ინტერნეტით საიტზე ubeiputina.narod2.ru გაავრცელა, თუმცა, აღნიშნული გვერდი განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დახურეს.

უცნობი სნაიპერი წერს, რომ ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა და მკვლელობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა, კერძოდ, კი ჩადენილი აქვს 24 დადასტურებული და 30 დაუდასტურებელი მკვლელობა. პუტინის ლიკვიდაცვიისთვის კი იგი 6 ათას 890 დოლარს ითხოვს. ამ თანხიდან მოხალისეს 6400 დოლარი სნაიპერული შაშხანის შესაძენად სჭირდება. იგი აპირებს, ამ მიზნით ამერიკული "ბარრეტ მ95" იყიდოს, რომლის ტყვიის გასროლის მანძილი 1800 მეტრია. დანარჩენი თანხა კი სნაიპერს ტყვიებისთვის და სხვა ხარჯების დასაფარად სჭირდება.

უცნობ სნაიპერს მიაჩნია, რომ პუტინის ლიკვიდაცია 2012 წლამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამჟამინდელი პრემიერი 12 წლით გახდება პრეზიდენტი. მოხალისეს არ მოსწონს პუტინის პოლიტიკა და აცხადებს, რომ პრემიერი ხალხს სიღარიბეში აცხოვრებს.

განცხადებაში ასევე მითითებულია ანგარიშები, რომელთა საშუალებითაც უკვე შეგროვდა 640 დოლარი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა