მოსკოვში, კინოთეატრ ”ოქტომბერში” ”კარიბის ზღვის მეკობრეების” მეოთხე ნაწილის პრემიერა გაიმართა. პრემიერამდე ჯონი დეპი და პენელოპა კრუსი ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.
რუსი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, წავიდოდა თუ არა ჰოლივუდის მსახიობი ექსპერიმენტზე და რომელიმე რუსი რეჟისორის ფილმში თუ მიიღებდა მონაწილეობას.
”ნიკიტა მიხალკოვი კიდევ იღებს? მე მეტს არავის ვიცნობ, მაგრამ პრინციპში მზად ვარ”, - განაცხადა პენელოპა კრუსმა.
ჯონი დეპმა რუსული კინოს მეტი ცოდნა გამოამჟღავნა და განაცხადა, რადგან ტარკოვსკი გარდაცვლილია, სხვა რა დამრჩენია, მიხალკოვის ფილმში მივიღებ მონაწილეობასო.
როგორც აღმოჩნდა, ჯონი დეპი რუსულ ლიტერატურასაც იცნობს. ”რასკოლნიკოვის როლი ”დანაშაული და სასჯელში” მე უნდა მეთამაშა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. იქნებ ”ოსტატი და მარგარიტაში” ვითამაშო... შესანიშნავი წიგნია”, - განაცხადა დეპმა.
მომზადებულია kleo.ru-ს მიხედვით.