ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ განაცხადა, რომ მისთვის ოჯახი კარიერაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც მსახიობმა თეატრში მიღებულ როლზე უარი თქვა.
ვარსკვლავი მომღერალ კრის მარტინთან ერთად 2 ბიჭს ზრდის. გვინეტმა განაცხადა, რომ ის დიდი სიამოვნებით ითამაშებდა სცენაზე, მაგრამ მისი შვილები ჯერ ისევ პატარები არიან და სურს, როდესაც ბავშვები დასაძინებლად დაწვებიან, მათ გვერდით იყოს. თუკი გვინეტი თეატრალურ დადგმებში მიიღებს მონაწილეობას, ეს შეუძლებელი იქნება.
მიუხედავად ამისა, გვინეტი ბოლო პერიოდში ცდილობს მუსიკალურ კარიერას მიხედოს. მსახიობმა კულინარიული რეცეპტების წიგნიც გამოუშვა.
მომზადებულია kino.ukr.net-ის მიხედვით.