მომღერალ მერაია ქერის, რომელმაც ცოტა ხნის ტყუპები გააჩინა, სამშობიაროში ბავშვთა დაცვის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ეწვია. მან ვარსკვლავი ახალშობილთა ძუძუთი კვების პერიოდში ალკოჰოლური სასმელის მიღებაში დაადანაშაულა.
სინამდვილეში მერაიას რძის სწრაფად მოსაყვანად ლუდის დალევა მედდამ ურჩია, ქერი ასეც მოიქცა და ამ პროცედურამ გაამართლა. თუმცა მოგვიანებით ამ ფაქტს განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცა.
მერაია ვარაუდობს, რომ მავანს სოციალური მუშაკის სტუმრობის ფაქტის ფირზე აღბეჭდვა და პაპარაცებისთვის მიყიდვა სურდა.
მერაიას ტყუპები თავს კარგად გრძნობენ. ქერიმ ქალ-ვაჟს მონრო და სკოტი დაარქვა.
მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.