აშშ-ში ”მწვანე ბარათის” წლევანდელი გათამაშების შედეგები გააუქმეს. გათამაშების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 22 000 ადამიანს აშშ-ში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი ბარათი ჰქონდა მოგებული.
ამერიკელ მაღალჩინოსანთა განმარტებით, კომპიუტერული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
გათამაშება, რომელშიც 50 მლნ ადამიანი მონაწილეობდა, თავიდან ჩატარდება, შედეგები კი ივლისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გათამაშების მონაწილეებს ბოდიშს უხდის.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.