სერ დევიდ რიჩარდი - თუ დაბომბვას კადაფი ემსხვერპლება, ეს არანაირი ნორმების დარღვევა არ იქნება

სერ დევიდ რიჩარდი - თუ დაბომბვას კადაფი ემსხვერპლება, ეს არანაირი ნორმების დარღვევა არ იქნება

ლიბიაში ბრიტანეთის ჯარების სარდლის სერ დევიდ რიჩარდის განცხადებით, ნატოს ჯარებმა აუცილებლად უნდა გააფართოონ დაბომბვის არეალი, რათა მუამარ კადაფის რეჟიმზე ზეწოლა გაძლიერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯამახირის ლიდერი ხელისუფლებას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება.

რიჩარდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვებისას მთავარ სამიზნეს უშუალოდ კადაფი არ წარმოადგენს, "საშიში არაფერია", თუ დაბომბვას ლიბიის ლიდერი ემსხვერპლება. გენერლის განცხადებით, თუ დაბომბვას კადაფი ემსხვერპლება, ეს არანაირი ნორმების დარღვევა არ იქნება.

რიჩარდსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნატოს იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. მისი თქმით, ნატო სამიზნეებს ფრთხილად და ყურადღებით ირჩევს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა