ინტერნეტში დოკუ უმაროვთან ინტერვიუ გავრცელდა

ინტერნეტში დოკუ უმაროვთან ინტერვიუ გავრცელდა

ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის დოკუ უმაროვის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ინტერნეტით მისი პირველი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იგი ბოლო პერიოდში მოჯაჰედების დანაკარგებსა და ბინ ლადენის ლიკვიდაციაზე საუბრობს.

დოკუ უმაროვის თქმით, ომი დანაკარგის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოჯახედების ბრძოლა შესუსტდება ან შეწყდება. უმაროვი აცხადებს, რომ კავკასია და რუსეთი ამ საბრძოლო მოქმედებების ერთიანი თეატრია.

ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაზე საუბრისას კი უმაროვი ამბობს, რომ "ყველა ალაჰს ეკუთვნის და ისევ მას უბრუნდება". ამასთან, მას მიაჩნია, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ მსოფლიოში მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა და ვითარების შემსუბუქების დასავლეთის ქვეყნებს თავადაც არ სჯერათ.

დოკუ უმაროვის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სპეცსამსახურებმა მარტის ბოლოს გაავრცელეს, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზამ უმაროვის სიკვდილი არ დაადასტურა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა