რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ბავშვებისთვის განკუთვნილი განყოფილება გაჩნდა. განყოფილებაში ბავშვებს გასართობი ფორმით უხსნიან, რა არის ოპოზიცია და დემოკრატია.
"მოგწონს, როდესაც არ გეთანხმებიან და გეკამათებიან?" - ამგვარ კითხვას უსვამენ საიტის მესვეურები პატარა მომხმარებლებს. შემდეგ კი სიტყვა "ოპოზიციის" მნიშვნელობას განმარტავენ. პატარებს უმცირესობის აზრის პატივისცემასაც ასწავლიან. ამასთან, ბავშვებს იმასაც განუმარტავენ, რომ "უმრავლესობა უმცირესობაზე მნიშვნელოვანია".
საიტზე ერთ-ერთი განყოფილებაა "დემოკრატიის გაკვეთილები", სადაც ახსნილია, რომ არ არსებობს არცერთი თამაში, რომელსაც თავისი წესები არ აქვს. "როგორ უნდა მოხდეს წესებზე შეთანხმება? როგორ უნდა დადგინდეს ისეთი წესები, რომ ხალხში თანხმობა იყოს? ბევრი ცდის შემდეგ ადამიანებმა მოიგონეს დემოკრატია. დემოკრატია - ეს ისეთი შესაძლებლობაა, რომელშიც ყველა მონაწილეობს" - ნათქვამია "პრეზიდენტის გაკვეთილებში".
მომზადებულია kremlin.ru-ს მიხედვით.