ბიონსეს სიმღერის Run the world ვიდეოკლიპში თბილისი-ცხინვალი-გორის ტრაფარეტია გამოყენებული. კლიპის კადრებში დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობაა ასახული. სიმღერის ტექსტში კი აქცენტი ქალების და მამაკაცების დაპირისპირებაზეა.
ვიდეოკლიპის 1.50 წუთზე ჩანს დაზიანებული ტრაფარეტი წარწერით "თბილისი-ცხინვალი-გორი", რომლის წინაც ბიონსე დგას და ჯაჭვებით ორი აფთარი უჭირავს.
ბიონსეს კლიპი Run the world პორტალი Youtube-ზე 18 მაისს განთავსდა.