კერი გრანტის ქალიშვილი - ”მამას მოსწონდა, როცა მას გეის უწოდებდნენ”

კერი გრანტის ქალიშვილი - ”მამას მოსწონდა, როცა მას გეის უწოდებდნენ”

"მამას მოსწონდა, როცა მას გეის უწოდებდნენ", - ამბობს თავის მემუარებში (Good Stuff: A Reminiscence of My Father, Cary Grant ) კინოლეგენდის, კერი გრანტის ქალიშვილი ჯენიფერ გრანტი.

მშვიდი და მამაკაცური კერი გრანტი ქალებს შორის დიდი წარმატებით სარგებლობდა. ის ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მიუხედავად ამისა, მსახიობის სიცოცხლეშივე ვრცელდებოდა ხმები მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ცოტა ხნის წინ, კერი გრანტის ქალიშვილის, 45 წლის ჯენიფერ გრანტის მემუარები გამოქვეყნდა, სადაც ის ამტკიცებს, რომ მამამისი ბისექსუალი იყო.

"მამას მოსწონდა, როდესაც მას ჰომოსექსუალს უწოდებდნენ. ის ფიქრობდა, რომ ბევრი ქალი მოისურვებდა შემოწმებას, ეს ამბავი სიმართლე იყო თუ არა", - იხსენებს გრანტის ქალიშვილი.

კერი გრანტი (1904-1986) ამერიკის კინოაკადემიამ ჰემფრი ბოგარტის შემდეგ, ჰოლივუდის ყველაზე დიდებულ მსახიობად აღიარა.

ის თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.

გრანტს ალფრედ ჰიჩკოკი თავის ფილმებში ხშირად იღებდა. ჰიჩკოკი ვერავის იტანდა, ვისთან ერთადაც ფილმებზე მუშაობდა, გრანტის გარდა.

მსახიობი დაქორწინებული იყო მსახიობებზე: ვირჯინია ჩერილზე, ბეტსი დრეიკზე და დაიან კენონზე. ასევე ბარბარა ჰატონზე და ბარბარა ჰარისზე.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება