პენელოპა კრუზი ემინემის სიმღერებზე ბალეტს ცეკვავს

პენელოპა კრუზი ემინემის სიმღერებზე ბალეტს ცეკვავს

სექსუალური მსახიობის შემხედვარე ძნელი დასაჯერებელია, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მსახიობი ორსულად იყო.

პენელოპა წითელ ხალიჩებზე ბრწყინავს, მას ჟურნალები გარეკანისთვის იღებენ. მსახიობი თავისი ლამაზი სხეულის საიდუმლოს არ მალავს. პენელოპა ამბობს, რომ ის დიეტებს არ იცავს და არც სპორტს მისდევს. პენელოპამ ვარჯიშები ცეკვაზე გაცვალა. მსახიობი ბავშვობიდანვე ბალეტით იყო გატაცებული და ახლა პენელოპა ყველა პას იხსენებს.

როდესაც პენელოპა კრუზი სახლში თავის ვაჟთან,  ლეონარდოსთან მარტო რჩება, ის პატარას კარაოკეთი ართობს. ვარსკვლავის საყვარელი სიმღერა კი რეპერ ემინემის რეპერტუარიდან ყოფილა.

"ამაზე ლაპარაკი არ მრცხვენია. მიყვარს რეპი, მაგრამ ემინემის მხოლოდ ერთი სიმღერა ვიცი", - განაცხადა პენელოპა კრუზმა.

მსახიობის თქმით, სწორედ ამ სიმღერაზე ცეკვავს ყველაზე კარგად ბალეტს და ართობს საკუთარ ბიჭუნას.

მომზადებულია glamurchik.tochka.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება