ირინა შეიკი კრიშტიანუ რონალდუს შვილს დედობას გაუწევს

ირინა შეიკი კრიშტიანუ რონალდუს შვილს დედობას გაუწევს

ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, თავისი ვაჟი საცოლეს, ირინა შეიკს შეაჩვიოს.

პაპარაცებმა კრიშტიანუ რონალდუ აეროპორტში შენიშნეს. ის შვილთან, პატარა კრიშტიანუსთან ერთად ვიქ-ენდის გასატარებლად მადრიდიდან პორტუგალიაში გაემგზავრა. აეროპორტის მოსაცდელში მას ირინა შეიკი უცდიდა.

რონალდუს შვილი 20 წლის ინგლისელმა სტუდენტმა გაუჩინა, მისი მამობის შესახებ ინფორმაცია შარშან ივლისში გავრცელდა. ირინა ამ ამბავს გაგებით შეხვდა და ფეხბურთელის შვილის გაზრდაზეც როგორც ჩანს, თანახმაა. ბავშვის ნამდვილი დედა გარდაიცვალა. სიცოცხლეში მას ბავშვზე ზრუნვის სურვილი არ გამოუხატავს, ბიჭს თავიდანვე რონალდუს ოჯახი ზრდიდა.

მომზადებულია www.dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება