მომღერალ რიანას ყოფილ შეყვარებულთან კრის ბრაუნთან შერიგება სურს, მაგრამ თაყვანისმცემლების განრისხებას ერიდება, რომლებსაც საყვარელ მომღერალზე გული შესტკივათ.
მიუხედავად იმისა, რომ კრისი ვარსკვლავს სასტიკად მოექცა და სცემა, რიანას ის მაინც უყვარს. ამასთან, მომღერალს კარგად ესმის, რომ კრისთან შერიგების შემთხვევაში, მისი რეიტინგი დაეცემა.
"ახლა რიანა ამ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს, კრისი დაპირდა, რომ იმდენ ხანს დაელოდება, რამდენიც საჭიროა. რიანა კი შიშობს, რომ ქუჩაში საყვარელ მამაკაცთან ერთად ვერასოდეს გაივლის".
შეგახსენებთ, კრისმა რიანას 2009 წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციამ მას მომღერალთან მიახლოება აუკრძალა.
მომზადებულია popcornews-ის მიხედვით.