რომში, უილიამ დეფოს სახლი გაქურდეს. ძარცვა 22 მაისს მოხდა. მძარცველებმა სახლში შესაღწევად ალპინისტებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გამოიყენეს.
სახლში შეღწევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო და პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. თუმცა, ქურდებმა მიმალვა და ნაქურდალის წაღება მოასწრეს. პოლიციის თქმით, 4.2 ათასი დოლარის ღირებულების ნივთებია მოპარული.
ქურდებმა, ძირითადად, ძვირფასეულობა წაიღეს. ძარცვის დროს დეფო და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ.
მომზადებულია kino.ukr.net-ის მიხედვით.