სანამ ლეონარდო დიკაპრიო ბლეიკ ლაივლის ხიბლავს, მისი ყოფილი საცოლე დროს უქმად არ კარგავს. ბარ რაფაელის ახალი საყვარელი ჰყავს.
სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პერსონალურ გვერდზე ებრაელმა მოდელმა ბარ რაფაელიმ დაწერა, რომ ისრაელის საკალათბურთო კლუბის "მაკაბის" გამარჯვება კალათბურთელ ომრი კასპისთან ერთად აღნიშნა. მან ინტერნეტში ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა, რომელიც თავად გადაიღო.
რა რეაქცია ჰქონდა ამ ფაქტზე ლეონარდო დიკაპრიოს, უცნობია. რაც შეეხება ლეოს დედას, მას რაფაელი იმდენად მოსწონდა, რომ რამდენჯერმე "ოჯახის ფსიქოლოგის" ფუნქციაც იტვირთა და შვილი ბართან შეარიგა.
მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.