ჩაპლინის უცნობი ფილმი აუქციონზე გაიყიდება

ჩაპლინის უცნობი ფილმი აუქციონზე გაიყიდება

ჩარლი ჩაპლინის უცნობი ფილმი Bonham's-ის აუქციონზე გაიყიდება. თავის დროზე ფილმი ინტერნეტ-აუქციონ  eBay-ზე 3 ფუნტად გაიყიდა, ახლა კი მას ასობით ათას დოლარად გაყიდიან.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ფილმ - Charlie Chaplin in Zepped-ის ერთადერთი ასლია. ფილმში გამოყენებულია მულტიპლიკაციის პირველი ელემენტები.

კოლექციონერმა მორეს პარკმა 2009 წელს ფილმის კოჭა შეიძინა. მან ეს ნივთი მხოლოდ იმის გამო იყიდა, რომ თუნუქის ყუთი მოეწონა. ყუთში კი ფირი იყო.

ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ჩამოაგდო ჩარლი ჩაპლინმა გერმანული დირიჟაბლი ”ცეპელინი”.

სავარაუდოდ, ფილმი პროპაგანდისტული იყო და ის პირველი მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთის არმიაში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ფილმის ხანგრძლივობა 7 წუთია.

მორეს პარკი აცხადებს, რომ ფილმთან დაკავშირებით მან კონსულტაციები ექსპერტებთან გაიარა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ეს გარკვეული ექსპერიმენტი იყო. ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით ფრაგმენტი მისი ინფორმირების გარეშე დაამონტაჟეს.

ფირს ლონდონში, Bonham's-ის აუქციონზე 29 ივნისს გაიტანენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება