შერონ სტოუნი თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა

შერონ სტოუნი თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა

მსოფლიო კინოვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ”აგვისტოს 5 დღის” პრემიერაზე მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც ის ”МузТВ”-ის დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდა და რუსეთს სიყვარულში ეფიცებოდა. ”მიყვარხართ, მიყვარს თქვენი ქვეყანა და ყველაფერი, რაც რუსეთს უკავშირდება”, - განუცხადა მაყურებლებს შერონ სტოუნმა ნაციონალური სატელევიზიო პრემია ”МузТВ”-ის დაჯილდოვებაზე, სადაც ის სპეციალურ სტუმრად იყო მიწვეული.

შერონი რომ განსაკუთრებით უყვართ რუსეთში, ეს არ ახალია. პუტინის მიწვევით ახლახან ის სანკტ-პეტერბურგში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა. ხოლო ლონდონის სამეფო ალბერტ-ჰოლში გორბაჩოვმა 80 წლის იუბილე სწორედ შერონთან ერთად აღნიშნა. შერონი გორბაჩოვის ორგანიზებულ გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს უძღვებოდა, სადაც ერთი ბილეთის ფასი 35-100 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

მსახიობი პოლიტიკისგან შორს არის, მაგრამ ”ძირითადი ინსტინქტებით” კარგად გრძნობს, სად შეიძლება დიდი ფულის შოვნა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება