ჰელენა ბონემ კარტერი მარკ ჯეკობსის სახე გახდა

ჰელენა ბონემ კარტერი მარკ ჯეკობსის სახე გახდა

ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი Marc Jacobs-ის სახე გახდა. მსახიობი ბრენდის 2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას უწევს რეკლამას.

ამჟამად, ქსელში ხელმისაწვდომია ერთი პოსტერი ბონემის ფოტოსესიიდან. მსახიობი გერმანელმა ფოტოგრაფმა იურგენ ტელერმა გადაიღო. ფოტოგრაფი მარკ ჯეკობსთან 2004 წლიდან მუშაობს.

გამოცემა The Daily Telegraph-ი აღნიშნავს, რომ მსახიობს თანამშრომლობა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ის კინომსახიობთა გილდიის პრემიაზე ამერიკელი დიზაინერის კაბით გამოცხადდა. დღემდე ჰელენა ბრიტანელი დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის კაბებს ანიჭებდა უპირატესობას.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება