"ჰარი პოტერის" ვარსკვლავი ემა უოტსონი (Emma Watson) მსახიობს ჯონი საიმონს ხვდება. 21 წლის ემასა და 24 წლის ჯონის ურთიერთობა ახლა საწყის ეტაპზეა.
"ემა და ჯონი ერთმანეთს ფილმის "ყოფა უოლფლაუერში" გადაღებაზე შეხვდნენ და ერთმანეთის მიმართ გრძნობა თავიდანვე გაუჩნდათ. ემა რეალისტია და რადგან ჯონი შეუყვარდა, ე.ი. ის ნამდვილად კარგი ადამიანია", - ამბობს ანონიმური წყარო.
არ არის გამორიცხული, წყვილმა ერთად ცხოვრებაც გადაწყვიტოს.
ჯონიმდე ემას ფინანსისტი ჯეი ბერიმორი უყვარდა, რომელსაც 2-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო დაშორდა.
მომზადებულია Showbizspy.com-ის მიხედვით.