მიშელ ობამა ნელსონ მანდელას შეხვდა

მიშელ ობამა ნელსონ მანდელას შეხვდა

აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა ნელსონ მანდელას შეხვდა. მიშელ ობამა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება.

ობამა და მანდელა ერთმანეთს იოჰანესბურგში შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლეს თან ახლდნენ ქალიშვილები, მალია და საშა. ასევე დედა მარიან რობინსონი.

ობამები მანდელას ფონდში, სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის შესახებ საარქივო დოკუმენტებს სწავლობდნენ, როდესაც მათ შეატყობინეს, რომ სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს მათთან შეხვედრა სურდა.

მიშელ ობამა 92 წლის მანდელას პირველად შეხვდა. რაც შეეხება ბარაქ ობამას, ის მანდელას 2006 წელს შეხვდა, როცა სენატორი იყო. პირველი ლედის გარემოცვა აცხადებს, რომ მანდელას ბარაქ ობამასთან გადაღებული ამ ვიზიტის ამსახველი ფოტო საკუთარ კაბინეტში უკიდია. ფოტო ტელეფონით არის გადაღებული.

ნელსონ მანდელა ანტიაპარტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო.

მიშელ ობამა სამხრეთ აფრიკაში 5 დღე გაჩერდება. ამის შემდეგ ის ბოცვანაში გაემგზავრება, შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდება.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა