ჯულია ხოფერიამ შვილის ქორწილი ანტალიაში აღნიშნა

ჯულია ხოფერიამ შვილის ქორწილი ანტალიაში აღნიშნა

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა მფარველმა და მეცენატმა ჯულია ხოფერიამ შვილის, სერგეი მირონოვის ქორწილი ანტალიის ყველაზე ძვირფას სასტუმრო "მარდან პალასში" აღნიშნა. 

ქორწილში ქართული და რუსული შოუ-ბიზნესის ის მომღერლები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ჯულია ხოფერიასთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ.

საქართველოდან თურქეთში სპეციალური რეისით ლელა წურწუმია, მამულიჩა, დათო გომართელი, კვარტეტი "ფორტე" და სხვა მომღერლები გაემგზავრნენ. მათ შორის კლიპმეიკერი ზაზა ორაშვილიც -  ჯულია ხოფერიას დაფინანსებული არაერთი მუსიკალური კლიპის რეჟისორი. 

"ამბები.გე"-სთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მეცენატი ქალბატონის რძალი წარმოშობით სამეგრელოდანაა. სტუმრის სტატუსით მიწვეულმა მომღერლებმა ახალშეუღლებულ წყვილს დაქორწინება სიმღერებით მიულოცეს. 

"ვისაც სურვილი ჰქონდა, ადიოდა სცენაზე და ასე ულოცავდა წყვილს შეუღლებას. ქორწილს რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები არ აკლდნენ", - განუცხადა ”ამბები.გე”-ს სანდო წყარომ.

სტუმრები "მარიდან პალასში" დააბინავეს, რომელიც თავის დროზე მომღერალ მერაია ქერის კონცერტით გაიხსნა.

ბევრი სტუმრისთვის ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა, ისინი ქორწილში იყვნენ თუ ქართულ-რუსული ესტრადის კონცერტზე, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

ქართველ მომღერლებთან ერთად სცენაზე ახალშეუღლებულების პატივსაცემად ფილიპ კირკოროვმა, კრისტინა ორბაკაიტემ, ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა იმღერეს.  

გოგა ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება