ჰოლივუდის ვარსკვლავები დევიდ დუხოვნი და თეა ლეონი დაშორდნენ. მათი დაშორება წყვილის წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა. მან განაცხადა, რომ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს, მაგრამ აპირებენ თუ არა ოფიციალურად გააფორმონ გაყრა, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, დუხოვნი და ლეონი პირველად არ შორდებიან. 2008 წლის ოქტომბერში მეუღლეებმა განაცხადეს, რომ ერთად აღარ ცხოვრობენ. მაშინ დაშორების მიზეზი დევიდის სასიყვარულო გატაცებები იყო, ის თეას ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა. "საიდუმლო მასალების" ვარსკვლავი ამის გამო სარეაბილიტაციო კლინიკაშიც კი მკურნალობდა. თეამ ქმარს აპატია და 2009 წელს შეურიგდა.
თეა და დევიდი 1997 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 2 შვილი ჰყავს.
მომზადებულია Spletnik-ის მიხედვით.