ჰოლივუდის ვარსკვლავი დენის რიჩარდსი 40 წლის ასაკში დედა მესამედ გახდა. მან გოგონა იშვილა. დენისს ორი ღვიძლი შვილი ჰოლივუდის "ცუდი ბიჭისგან" ჩარლი შინისგან ჰყავს.
ის 6 წლის ლოლასა და 7 წლის სემს ზრდის. ახლა კი მათ პატარა ელოიზა ჯონიც დაემატათ. ჟურნალ People-თან საუბრისას ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ სახელი "ელოიზა" გოგონას დენისის ქალიშვილებმა შეურჩიეს. მეორე სახელი "ჯონი" კი რიჩარდსმა გოგონას დედის პატივსაცემად დაარქვა.
შეგახსენებთ, დენის რიჩარდსი ჩარლი შინს ცოტა ხნის წინ დაშორდა. ახლა ის მემუარებს წერს. დენისს სურს, ფართო საზოგადოებას თავად შეატყობინოს, რა მოხდა მის ოჯახში.
მომზადებულია www.popeater.com-ის მიხედვით.