თეთრმა სახლმა ახალი ანტიტერორისტული სტარტეგია გამოაქვეყნა. აშშ-ის მთავარი ამოცანა ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და "ალ-ქაიდას" განადგურებაა.
ახალი სტრატეგიის თანახმად, ვაშინგტონი აშშ-სთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად მიიჩნევს ირანს, სირიას, ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება "ჰესბოლას" და პალესტინის ისლამური წინააღმეგობის მოძრაობა "ჰამასს", რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ კვლავ "ალ-ქაიდა" რჩება.
სტარტეგიაში "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ზომებიც არის დასახელებული - თავდაცვის გაძლიერების ხარჯზე სუსტი წერტილების შემცირება, "ალ-ქაიდაზე" გლობალური მასშტაბის დარტყმების მიყენება, ტერორისტული ორგანიზაციის მმართველი რესურსების შემცირება, მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღისა და ფინანსური წყაროების ლიკვიდაცია, ასევე ინტერნეტში ტერორისტთა კავშირების აღმოჩენა და მათთვის ხელის შეშლა.
"ალ-ქაიადასთან" ბრძოლის გარდა, სტრატეგიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს იმ ტერორისტებთან ბრძოლა, რომლებიც აშშ-ში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ტერორისტული უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ საკითხებში - ჯონ ბრენანმა განაცხადა, ახალი სტრატეგია იმის გამოხატულებაა, რომ აშშ ამიერიდან საკუთარ ტერიტორიას ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან "ბრძოლის ველად" მიიჩნევს.
მომზადებულია russian.xinhuanet.com-ის მიხედვით.