ალისია სილვერსტოუნმა ახალშობილი ვაჟი გამოაჩინა

ალისია სილვერსტოუნმა ახალშობილი ვაჟი გამოაჩინა

მსახიობის ალისია სილვერსტოუნის პირველი შვილი მალე 2 თვის ხდება. ახალგაზრდა დედა და მისი პატარა ჟურნალ "ას-უიქლის" ყდაზე გამოჩნდნენ.

ჟურნალში დაიბეჭდა სილვერსტოუნის ინტერვიუც. ალისია ამბობს: "დედობა 2 წლის ასაკიდან მინდოდა. მიმაჩნია, რომ დედობისთვის ვარ გაჩენილი. როგორც იქნა, ჩემი ოცნება ასრულდა. 5 მაისს ქვეყანას პატარა ბეარ ბლუ მოევლინა", - უზიარებს ჟურნალისტს თავის განცდებს მსახიობი. ალისია ამბობს, რომ მისი ვაჟი მშვიდი ხასიათით გამოირჩევა.

თავის ბლოგში ალისიამ ყველა თაყვანისმცემელსა და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ალისია სილვერსტოუნი მუსიკოსის კრისტოფერ ჯარეკის მეუღლეა.

მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება