ისინი, ვისზეც დღეს ვისაუბრებთ, სულაც არ აპირებენ მხოლოდ ჰონორარებითა და ხელფასებით ცხოვრებას. გამუდმებით ძიებაში არიან და შემოსავლის სხვა, უფრო საიმედო წყაროებს ეძებენ...
მაგალითად, თინა კანდელაკმა ორ სფეროში წარმატებით მოსინჯა ძალები. რესტორანში "თინათინი", სადაც მას თავისი წილი აქვს, კანდელაკი ქართულ სამზარელოს სთავაზობს კლიენტებს. "ეს საოჯახო დაწესებულებაა, - ამბობს ტელეწამყვანი, - აუცილებელი არ არის აქ ბრილიანტებით მოსვლა. აქ იმისთვის მოდიან, რომ გემრიელად მიირთვან და დრო სასიამოვნოდ გაატარონ".
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ თინა ბანკირიც გახდა. კიროვის "ვიატკა-ბანკის" დირექტორთა საბჭოში აირჩიეს.
ასევე საბანკო საქმეში მოსინჯეს ძალები ცნობილმა რეჟისორმა ფიოდორ ბონდარჩუკმა და მომღერალმა ვალერი მელაძემ. მელაძე მცირე ხანს იყო "ინვესტტორგბანკის" დამოუკიდებელი დირექტორი, თუმცა ამ მაღალ თანამდებობაზე დიდხანს არ უმუშავია. იძულებული გახდა თავი დაენებებინა, რადგან თავისი ძირითადი საქმიანობისთვის დრო აღარ რჩებოდა. მას მერე, რაც საბანკო საქმეში კრახი განიცადა, მელაძე მშენებლობაზე გადაერთო. "სამწუხაროდ, მუსიკა ბიზნესი არ არის, - მსჯელობს მელაძე, - მას ვერ ვანდობ ბავშვებს, რადგან ჩემი ყოველდღიური მონაწილეობის გარეშე მოგება არ მოაქვს. მშვიდად დასვენებაც კი არ შემიძლია, იმიტომ, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება შემომთავაზონ რომელიმე კონცერტში მონაწილეობა". მრავალი წლის წინ მომღერალი სამშენებლო ბიზნესში ჩაერთო და ამას მართებულ ნაბიჯად მიიჩნევს. "ამ ბიზნესში აქტიურად ვარ ჩართული, მე ხომ უმაღლესი ტექნიკური განათლება მაქვს, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს, - ირწმუნება მელაძე, - მშენებლობა პერსპექტიული საქმეა. მთავარ საქმეს ჩემ მაგივრად პროფესიონალები აკეთებენ, რომელთაც სავსებით ვენდობი".
ასევე რესტორნებშია "გაბნეული" ქსენია სობჩაკი. იგი ორ რესტორანში ირგებს დიასახლისის როლს - "ბუბლიკაში" და "ტვერბულიაში".
ჰოლივუდის ვარსკვლავთა დარად დიზაინერულ სფეროში მოსინჯეს ძალები რენატა ლიტვინოვამ, ირინა სალტიკოვამ და პრიმადონა ალა პუგაჩოვამ, რომელთაც თავიანთი კოლექციები გამოაქვთ საზოგადოების სამსჯავროზე - ბეწვეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
გარდა მოდისა, პრიმადონა ალა პუგაჩოვას ასევე აქვს წილები პროდუქტების საწარმოში და რესტორნების ქსელში. სოფია როტარუ და ნიკიტა მიხალკოვი სასტუმროების მფლობელები არიან. როდესაც ალა პუგაჩოვა იალტაში ჩადის, სწორედ სოფია როტარუს სასტუმროში ჩერდება.
ლაიმა ვაიკულე და ნატაშა კოროლიოვა სილამაზის ცენტრების მფლობელები არიან, ვერკა სერდიუჩკას თავისი წილი აქვს საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში, ზოგიერთი ვარსკვლავი კი მწერლობით შოულობს ფულს - ისინი მემუარებს წერენ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)